მისცემს თუ არა ლუის ენრიკე ვიდალს შანსს?

მისცემს თუ არა ლუის ენრიკე ვიდალს შანსს?

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მარჯვენა მცველი, სერხი რობერტო ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩს ლა კორუნიას "დეპორტივოს" წინააღმდეგ გამოტოვებს.

ესპანელი უნივერსალის ტრავმა ლუის ენრიკეს მარჯვენა მცველის გარეშე ტოვებს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ალეიშ ვიდალს კვლავ დააიგნორებს.

შესაძლოა, ასტურიელმა სპეციალისტმა ის ტაქტიკა აირჩიოს, რითაც "ლეგანესთან" მატჩში ითამაშა, ანუ 3 ცენტრალური მცველი და 2 გარემარბი.

არ არის გამორიცხული, რომ ლუის ენრიკემ ვიდალს კიდევ ერთი შანსი მისცეს და 6-მატჩიანი პაუზის შემდეგ 18-კაციან განაცხადში შეიყვანოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.