რობერტ ფერნანდესი ლიხშტაინერს აკვირდებოდა
როგორც უკვე იცით, კატალონიის "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსის" მცველით, შტეფან ლიხშტაინერითაა დაინტერესებული. "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას დაესწრო, შვეიცარიასა და ანდორას შორის. იტყობინება Football Italia.
32 წლის ფეხბურთელი, ტურინის "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის შესული. ლიხშტაინერის კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში, მის ანგარიშზე 1 გოლია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]