რობერტ ფერნანდესი "რეალი"-"ტოტენჰემის" შეხვედრას დაესწრო
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალსა" და "ტოტენჰემს" შორის გუშინ გამართულ შეხვედრას დაესწრო. ამ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
ბრიტანული წყაროს ცნობით, რობერტ ფერნანდესი "ტოტენჰემის" ცენტრალური მცველის, დევინსონ სანჩესისა და შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის თამაშს დააკვირდა. ინგლისური კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლითაც კატალონიური გრანდი ინტერესდება, დელე ალია, თუმცა მას გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]