პაკო: "ძნელია უარი თქვა, როცა "ბარსელონა" შემოთავაზებას გიკეთებს"

პაკო: "ძნელია უარი თქვა, როცა "ბარსელონა" შემოთავაზებას გიკეთებს"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლაზე უარი ვერ თქვა. "ვალენსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა თავიდანვე იცოდა, რომ "ბლაუგრანაში" სათადარიგოთა სკამი ელოდა, მაგრამ კატალონიელთა შემოთავაზებას მაინც დათანხმდა.

"ძალიან რთულია უარის თქმა, როცა შემოთავაზებას "ბარსელონა" გიკეთებს. "ვალენსიაში" ვთამაშობდი და გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ეს ყოველი ფეხბურთელისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. შესაძლოა ისეც მომხდარიყო, რომ ძველ გუნდში დავრჩენილიყავი და ახალ მწვრთნელს სამომავლო მიზნებისთვის არ გამოვეყენებინე. ნებისმიერი არჩევანი აღმოჩნდება დადებითი ან უარყოფითი. "ვალენსიას" მადლიერი ყოველთვის ვიქნები. მათი დამსახურებაა, რომ მე ასეთი ვარ." -ციტირებს ალკანტარას COPE.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kushkush
    სტუმარი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2016 19:52
    0
    ეს უნდა ათამაშდეს თორე არაფერი არ გამოვა ეგრე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ოქტომბერი 2016 18:42
    0
    ამის დიდი იმედიმაქ ძაან მებრძოლია
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 12 ოქტომბერი 2016 17:37
    0
    დრო მიეცით პაკოს
    VIVA_BARCA
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2016 17:06
    0
    მალე ათამაშდება იმედია