ბრიტანეთსა და ჩრდ. ირლანდიაში "კლასიკოს" ტრანსლირება არ შედგება
ბრიტანული ტელევიზია მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" მატჩის ტრანსლირებას ვერ მოახერხებს. შეხვედრა 3 დეკემბერს შედგება.
ლა ლიგის ხელმძღვანელობამ აზიური აუდიტორიის მიპყრობის მიზნით, შეხვედრა "ელ კლასიკოს" ისტორიაში ყველაზე ადრე დანიშნა - 16:15 (ადგილობრივი დროით).
აზიაში ამ დროისთვის გვიანი საღამო იქნება, დიდ ბრიტანეთში კი 15 საათი და 15 წუთი.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ ჩამოყალიბებული წესის თანახმად, შეხვედრის ტრანსლირების უფლება არ ექნება, რადგან კოდექსი 14:45-სა და 17:45- საათებს შორის ჩატარებული შევედრის გადმოცემას კრძალავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]