7 საკითხი, რომლებიც ენრიკემ "დეპორტივოსთან" მატჩის წინ უნდა გადაწყვიტოს

7 საკითხი, რომლებიც ენრიკემ "დეპორტივოსთან" მატჩის წინ უნდა გადაწყვიტოს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში "დეპორტივოსთან" გასამართი მატჩის წინ ლუის ენრიკეს 7 საკითხი აქვს გადასაჭრელი, რომლებიც ფეხბურთელების ტრავმებითა და გადაღლილობითაა გამოწვეული. ასტურიელმა სპეციალისტმა უნდა მოახერხოს და სასტარტო შემადგენლობა ისე შეარჩიოს, რომ გუნდმა "დეპორტივოსთანაც" მოიგოს და ფეხბურთელები "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ მატჩსაც მზადყოფნაში შეხვდნენ.

სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ხერარდ პიკეს, სერხიო ბუსკეტსსა და ნეიმარს აქვთ განაღდებული. ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ სილესენი, სერჟი რობერტო და ხორდი ალბა. გუნდის დანარჩენი წევრების თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითად, ლიონელ მესიმ ტრავმა ახლახანს მოირჩინა, ლუის სუარესი კი გუნდს დაღლილი დაუბრუნდა.

სუარესის ადგილის დაკავება პაკო ალკასერს შეუძლია, მესის პოზიციაზე რაფინიას ან არდა თურანს უნდა ველოდეთ. არგენტინელი კი, სავარაუდოდ, თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთვება.

გუნდს მთავარი პრობლემები დაცვაში აქვს. სერჟი რობერტოსა და ხორდი ალბას ტრავმების გამო, ლუის ენრიკეს მთავარი განაპირა მცველები არ ჰყავს. მარცხენა ფლანგზე, დიდი ალბათობით, ლუკა დინი ითამაშებს. მარჯვენა ფლანგზე გამოჩენას კი ალეიშ ვიდალს უწინასწარმეტყველებენ. კატალონიელს მწვრთნელი არ წყალობს, მაგრამ ივარაუდება, რომ ეს თამაში მისი შანსი იქნება.

ასევე გასარკვევია პიკეს მეწყვილის საკითხიც. სამუელ უმტიტიმ ტრავმა ახლახანს მოირჩინა. მის გარდა, სასტარტოში გამოჩენის კანდიდატი ჟერემი მატიეცაა. რაც შეეხება მასკერანოს, ის არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ დაისვენებს.

მოედნის ცენტრში გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ ბუსკეტსი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. მოსალოდნელია ანდრეს ინიესტასა და ივან რაკიტიჩის დასვენება. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი "სიტისთან" მატჩს მზადყოფნაში შეხვდნენ. ინიესტასა და რაკიტიჩის მიერ გამოთავისუფლებულ ორ ადგილზე ანდრე გომეშის, არდა თურანისა და დენის სუარესის კანდიდატურები განიხილება.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, "ბარსელონას" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ვიდალი, პიკე, მატიე, დინი, ბუსკეტსი, გომეში, თურანი, რაფინია, ალკასერი, ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ოქტომბერი 2016 19:03
    0
    ნუ რამდენად სწორი იქნება მესის და სუარესის სკამზე დასმა ამას თამაშის მიმდინარეობისას გავიგებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ოქტომბერი 2016 18:15
    0
    ეხლა უნდა ითამაშოს მესიმ და უმტიტმა რო სიტისთვის მად იყვნენ
    Fallen92
    სტუმარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2016 17:33
    0
    ტერ შტეგენი
    დინი პიკე მატიე ვიდალი
    გომეში ბუსკეცი ინიესტა
    არდა ალკასერი ნეიმარი

    პირველივე ტაიმში 2 გოლი უნდა გაიტანონ, რომ აღარ დაიღალონ ზედმეტად. მეორე ტაიმში 60-65 წუთზე მესი გამოვიდეს ინიესტას მაგივრად და არდამ დაიწიოს უკან. სუარესს არ ათამაშებს ჩემი აზრით საერთოდ. ბუსკეციც გამოცვალოს შემოიყვანოს ალკანტარა ან დენის სუარესი და გომეშმა უნდა ჩაიწიოს ჩამშლელად. მესამე ზამენა ალკასერი შეიძლება შეიცვალოს ან ნეიმარი და ალკანტარა ან ცრუ 9 იანის პოზიციაზე ითამაშებს ან ნეიმარის. მგონია რო პაკო გოლს გაიტანს ამდენი შტანგების და არ გამართლების შემდეგ იმედია გაუმართლებს საბოლოოდ და შეაგდებს სადებიუტო გოლს :)))