"დეპორტივო" არც თუ ისე სასიამოვნო სტუმარია
15 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და "დეპორტივო" დაუპირისპირდებიან. "კამპ ნოუზე", ამ ორ გუნდს შორის ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, შესაბამისად "ბლაუგრანას" მომავალი მეტოქე არც თუ ისე სასიამოვნო სტუმარია.
სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი კვლავ საქმეში ჩაერთო. ბოლო შეხვედრა "კამპ ნოუზე" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გაიმართა, 24 დღის წინ.
"დეპორტივომ" ამჟამინდელი მწვრთნელის, გაისკა გარიტანოს ხელმძღვანელობის ქვეშ, "კამპ ნოუზე" ჩატარებულ ბოლო ორ შეხვედრაში თითო ქულა მოიპოვა.
ორი სეზონის წინ დეპორი, "კამპ ნოუს" მაშინ ეწვია, როცა კატალონიის "ბარსელონა" უკვე ქვეყნის ჩემპიონი იყო. სტუმრებმა მატჩის გადარჩენა მეორე ტაიმის მიწურულს შეძლეს, რითიც გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.
გასულ სეზონში დაპირისპირება დეკემბერში შედგა. მასპინძლები 2-0-ს იგებდნენ, მაგრამ ისევე, როგორც წინა ჯერზე "დეპორტივო" არ დანებდა და ანგარიში გაათანაბრა. ლუის ენრიკე ვერანაირ ილუზიას ვერ შექმნის. ის ზეგ საკმაოდ უსიამოვნო მეტოქეს დაუპირისპირდება, 4 დღის შემდეგ კი კვლავ საშინაო არენაზე ითამაშებს, "სიტის" წინააღმდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]