"ბარსელონა" "მალაგას" 19 ნოემბერს შეხვდება

"ბარსელონა" "მალაგას" 19 ნოემბერს შეხვდება

კატალონიის "ბარსელონა" და "მალაგა" ერთმანეთს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19 ნოემბერს, თბილისის დროით 19 სათსა და 15 წუთზე გაიმართება. ეს იქნება "კამპ ნოუზე" გამართული უკანასკნელი მატჩი "ელ კლასიკომდე".

"ბარსელონა" "მალაგას",  ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, "სელტიკის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დაუპირისპირდება.

ამ ორ გუნდს შორის გასამართი შეხვედრა, იქნება პირველი მატჩი, 2016 წლის ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ.

გასულ სეზონში "მალაგა" "კამპ ნოუზე" ტომას ვერმალენის გოლის წყალობით დამარცხდა. ორი წლის წინ ჩატარებული მატჩიც მინიმალური ანგარიშით, 1:0 დასრულდა, მაგრამ ამჯერად გამარჯვება ხუანმის დამსახურებით, სტუმრებმა მოიპოვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.