იკარდის და: "ჩემს ძმას მესისთან კარგი ურთიერთობა აქვს"

იკარდის და: "ჩემს ძმას მესისთან კარგი ურთიერთობა აქვს"

მაურო იკარდის და, ივანა ტელეარხ "America"-ში მიიწვიეს და ისაუბრა, თუ რატომ არ იძახებენ მის ძმას ნაკრებში.

"ჩემი ძმა საკმარისად კარგია, რათა ნაკრებში გამოიძახონ. ცხადია, რომ მას მაქსი ლოპესთან მომხდარის გამო არ იძახებენ."

ასევე, ივანამ გამორიცხა, რომ მესის ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კავშირი აქვს და ამას პრესის გამოგონება უწოდა.

"ჩემს ძმას კარგი ურთიერთობა აქვს მესისთან. ის მას ძალიან დაეხმარა, როდესაც მაურო "ბარსელონას" სტრუქტურაში იყო."

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ჭორები, რომლის თანახმადაც მესიმ არგენტინის ნაკრების მწვრთნელს სთხოვა, რომ იკარდი ნაკრებში არ გამოეძახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2016 16:33
    0
    ვერ ვიტან ჭორებს