ბოლო რვა შეხვედრაში არდამ 67.39 კილომეტრი დაფარა
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არდა თურანმა მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა, არის ჩოლო სიმეონესა და პროფე ორტეგას მოთხოვნილებებისგან თავის დაღწევა.
არდა თურანმა მადრიდულ კლუბში 178 მატჩი ჩაატარა და კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, "სირბილს, ფიზიკურ დატვირთვასა და სხვა მოთხოვნებს ვერსად გაექცა".
გუშინდელ მატჩში, "კამპ ნოუზე" გამოსულ 28 მოთამაშეს შორის არდა თურანმა ყველაზე მეტი მანძილი დაფარა - 10.87 კილომეტრი. საუკეთესოთა სიაში შემდგომ პოზიციებს სელსო ბორხესი (10.81) და ივან რაკიტიჩი იკავებენ (10.74).
ბოლო რვა შეხვედრაში მან 67.39 კილომეტრი დაფარა. არდა თურანი ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ჟერარ პიკეს ჩამორჩება (68.47).
გუშინდელი მაჩვენებელი მისი ყველაზე კარგი შედეგი არ ყოფილა. "სპორტინგთან" მატჩში თურქმა ნახევარმცველმა 10.89 კილომეტრი დაფარა.
მან ახალგაზრდა თაობა (სერჟი რობერტო, რაფინია, სერხიო ალვარესი, ანდრე გომეში, ნაჩო კაზესი) უკან ჩამოიტოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]