ინიესტა: "დავიდ სილვა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია"
"მანჩესტერ სიტიმ" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ 13 მატჩი ჩაატარა, მაგრამ კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, "ქალაქელებზე" ზეგავლენა უკვე მოახდინა.
32 წლის ნახევარმცველი თვლის, რომ "სიტი" კატალონიელის მეთოდებს წარმატებულად ითვისებს.
"სიტი" სრულ იდენტიფიკაციას ახდენს იმ მეთოდებთან, რომლითაც გვარდიოლა მუშაობს. მწვრთნელი და ფეხბურთელები კარგად ურთიერთქმედებენ".
ინიესტამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ყოფილი თანაგუნდელის, კლაუდიო ბრავოსა და თანამემამულის დავიდ სილვას წინააღმდეგ თამაში.
"ბრავო შესანიშნავი მეკარეა. მის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია. მასთან ერთად გატარებული დროის შემდეგ, მოუთმენლად ველი კლაუდიოს წინააღმდეგ თამაშს. დავიდ სილვა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის ჩემთვის ეტალონია." - განაცხადა ინიესტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]