ინიესტას ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს

ინიესტას ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს

"დეპორტივოსთან" მატჩს ანდრეს ინიესტა, სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალყურს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის შეხვედრაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ალბათ, ლუის ენრიკეს "სიტისთან" დაპირისპირება ჰქონდა მხედველობაში და ნახევარმცველის დასვენება გადაწყვიტა.

გასაკვირია ის ფაქტი, რომ ლუის ენრიკეს გუნდის რეგულარულ წევრებს შორის, ანდრეს ინიესტაზე ნაკლები სათამაშო პრაქტიკა, მხოლოდ პაკო ალკასერს აქვს.

"ლუის ენრიკე ინიესტას ასვენებს" - ეს სიტყვები მიმდინარე სეზონში (და არამხოლოდ) ბევრჯერ იქნა გაჟღერებული.

ანდრესმა ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

"ალავესთან" შეხვედრაში ის გუნდს მატჩის დასრულებიდან ნახევარი საათით ადრე შეუერთდა.

"ბეტისისა" და "ბილბაოს" წინააღმდეგ მან დაზიანების გამო ვერ ითამაშა, მაგრამ "დეპორტივოსა" და "სპორტინგთან" გამართულ მატჩებში არყოფნა, სამედიცინო მიზეზებთან კავშირში არაა.

2 წლის წინ ინიესტას, ამ სტადიაზე უკვე 433 წუთი ჰქონდა ნათამაშები, გასულ სეზონში 360, ამჟამად კი 226.

ეჭვგარეშეა, რომ ანდრეს ინიესტა "სიტისთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    cesario
    სტუმარი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2016 11:49
    0
    ინიესტა და რონალდინიო , დedamiwis საუკეტესო პეხბურტელები არიან ყველადროის . მესი არ გამომრჩა, მე მხოლოდ დედამიწელები ვიგულისხმე.)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2016 19:02
    0
    აბა ინიესტას ყოველ თამაშში 90 წუთი ხო არ ათამაშებს :დ ასაკი აქვს უკვე.. მითუმეტეს ეს ქმნის თამაშს