ინიესტა "მანჩესტერ სიტიზე" საუბრობს
კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ, ინგლისურ მეტოქესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია, ინგლისელებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, ისინი განსაკუთრებით ზაფხულის შემდეგ გაძლიერდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ დიდებული მატჩი გველის, ენთუზიაზმით სავსე. ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგება იქნება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პოზიციების გამყარებას შევეცდებით.
პეპ გვარდიოლას გუნდი ყოველთვის კარგ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ პეპი "სიტიში" ახალი დანიშნულია, მისი გუნდი მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და ისე თამაშობს, რომ მისი დამარცხება რთულია." - განაცხადა ინიესტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]