რაკიტიჩი თვლის, რომ მსოფლიოს მომავალი საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარი იქნება
"ბარსელონას" ნახევარმცველს ეჭვი არ ეპარება, თუ ვინ არის დღეს-დღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ხორვატმა რა თქმა უნდა მისი თანაგუნდელი, ლეო მესი დაასახელა. ასევე მან თქვა, რომ ამ სტატუსს მომავალში ნეიმარი გადაიბარებს.
"თუ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელზე, მაშინ ეს მესია. მაგრამ ნეიმარი ასევე ამ გზაზეა, რათა მსოფლიოში საუკეთესო გახდეს." - განაცხადა რაკიტიჩმა.
"ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლუის სუარესზე, რომელიც ადრე "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, რაკიტიჩმა თქვა: "ლივერპულში" ის კარგი თავდამსხმელიდან საუკეთესო თავდამსხმელად გადაიქცა. ის ძალიან კარგი პარტნიორი და დიდი ხუმარაა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]