ლუის ენრიკე: "ეს არის მატჩი მეგობრების წინააღმდეგ"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა "ბლაუგრანას" ყოფილ და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლაზე.
"დიდებულია, რომ პეპ გვარდიოლას კიდევ ერთელ ვიხილავ. ეს არის მატჩი მეგობრების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად ვიცნობ, არ ვიცი თუ როგორ ამზადებს იგი გუნდს.
მწვრთნელებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჰყავთ. პეპის "ბარსა" დიდებული გუნდი იყო და ჩვენც - ასევე. ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს.
პეპის "ბარსა", თუ ჩემი "ბარსა"? როგორც "ბარსელონას" გულშემატკივარი, ვიტყოდი, რომ ორივე." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]