"ბარსელონას" პენალტების არ უნდა ეშინოდეს
ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება კატალონიის "ბარსელონას" გაუჭირდება. არის ერთი კომპონენტი, რისიც "ბლაუგრანას" არ უნდა ეშინოდეს - თერთმეტმეტრიანები.
მიმდინარე სეზონში, ინგლისელებმა 8 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს, საიდანაც მხოლოდ 4 იქნა გამოყენებული.
ძირითადად ბურთთან სერხიო აგუერო მიდის, რომელმაც "სიტის" სასარგებლოდ დანიშნული პენალტების 75% შეასრულა.
მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აგუერომ ერთ მატჩში 2 თერთმეტმეტრიანი გააცუდა. მან პარაგვაისთან მატჩშიც ვერ გაიტანა გოლი მითითებული ნიშნულიდან.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაზე მის კარში დანიშნული 4 პენალტიდან მხოლოდ 1 გაუშვა. 2015 წელს მან აგუეროს დარტყმული აიღო. გერმანელის წინააღმდეგ მიზანს ვერც ედინ ჯეკომ და მუსა დემბელემ მიაღწიეს.
მხოლოდ ანტუან გრიზმანმა შეძლო თერთმეტმეტრიანის გატანა ევროპულ სარბიელზე, ტერ შტეგენის წინააღმდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]