Sport: კრიშტიანუ შეშინებულია
მადრიდის "რეალის" ლიდერის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას. გამოცემა Sport იტყობინება, რომ 31 წლის პორტუგალიელი და მის გარემოცვაში მყოფი პიროვნებები განიცდიან რონალდუსა და მისი ყველაზე დიდი კონკურენტის, ლიონელ მესის ფენომენალურ სტარტს.
გამოცემა იტყობინება, რომ ლიონელ მესის ჰეთ-ტრიკმა, "სიტის" წინააღმდეგ, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან გააღიზიანა. არგენტინელი მთელი ძალებით ჩაერთო ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში.
ლიონელ მესიმ გუშინ კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა. სწორედ მისი წყალობით მოიპოვა "ბარსელონამ" ძალიან საჭირო სამი ქულა, შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარანტირებული არაფერი აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]