ალვესმა აღიარა, რომ მესიზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა
პრიმერა დივიზიონის მე-9 ტურში, ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" დაუპირისპირდნენ (3:2). გამარჯვების გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს, დიეგო ალვესის კარი თერთმეტმეტრიანით აიღო. "ღამურების" მეკარემ აღიარა, რომ პენალტის შესრულებამდე არგენტინელს რაღაც უთხრა.
"ყველა მეკარეს საკუთარი სტრატეგია აქვს. ამ შემთხვევაში მე მესისთან დალაპარაკება გადავწყვიტე. გავაკეთე ის, რაც უნდა მექნა."
ალვესმა არ დააზუსტა, თუ კერძოდ რა სიტყვებით მიმართა არგენტინელს, მაგრამ ესპანურმა მედიამ დიეგოს გაშიფრვა მოახერხა: "წინა ჯერზე მე შენი დარტყმული მოვიგერიე. შენ იცი ამის შესახებ. გახსოვს?"
ალვესმა ლიონელ მესის თერთმეტმეტრიანი 2011-12 წლების სეზონში, ესპანეთის თასზე აიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]