"ბარსელონას" შანსი აქვს! რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს!

"ბარსელონას" შანსი აქვს! რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს!

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მიუნხენის "ბაიერნის" მცველით დაინტერესდა. საუბარია რაფინიაზე.

კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბს, დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. "ბლაუგრანელები" მიიჩნევენ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძლება მათ გამოადგეთ.

რაფინია ესპანური გრანდის ერთადერთი ალტერნატივა არ არის. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" რადარზე კიდევ შვიდი ფეხბურთელია.

რაფინიას გერმანულ გრანდში მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, რადგან მისი კონკურენტი ლეგენდარული ფილიპ ლამია.

ახლახანს ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს. მათი ხელშეკრულება 2017 წლამდეა ვადაში.

8 ტურის შემდეგ, რაფინიამ ბუნდესლიგის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან ძირითად შემადგენლობაში შეხვედრა 3-ჯერ დაიწყო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #5 29 ოქტომბერი 2016 12:42
    0
    rad gvinda uvargisi xalxi, uvargisi chvenic gveyofa :-D
    Zlatan333
    სტუმარი [?]
    #4 28 ოქტომბერი 2016 18:33
    0
    ბაირრნში არ ვარგა ბარსაში რა უნდა ამას
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #3 28 ოქტომბერი 2016 16:54
    0
    სათაური რო წავიკითხე ვიფიქრე რაფინიას არ სურს თქო ალკანტარას ჩვენ რაფინიას
    ანანიძე
    სტუმარი [?]
    #2 28 ოქტომბერი 2016 16:26
    0
    არ ღირს ეს კაცი ზამენისთვისაც კი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ოქტომბერი 2016 16:21
    0
    არმგონია კარგი ვარიანტი იყოს smirk