აღნიშნავს თუ არა კუენკა "ბარსელონას" კარში გოლს?
"გრანადას" თავდამსხმელი, ისააკ კუენკა შაბათს "კამპ ნოუზე" დაბრუნდება. "ბარსელონაში" მოღაწეობისას, მისი ტალანტი ხოსეპ გვარდიოლამ აღმოაჩინა. ფეხბურთელს ჰკითხეს, აღნიშნავდა თუ არა ის გოლს, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. მან ჟურნალსიტს შემდეგი პასუხი გასცა:
"სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. გასულ წელს ვთქვი, რომ თუ "გრანადას" საშინაო არენაზე ყოფილ გუნდს გავუტან, გოლს აღვნიშნავ, მაგრამ გასვლით მატჩში ამას არ გავაკეთებ. "ბარსელონას" ქომაგებს პატივს ვცემ. ისინი თავის დროზე მხარში მედგნენ.
"კამპ ნოუზე" გატანილი გოლი, ჩემთვის საამაყო იქნება, მაგრამ მას არ აღვნიშნავ. ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგიძლია მასპინძელ გუნდს ღირსეული კონკურენცია გაუწიო და კარგ შედეგს მიაღწიო.
დიდი ხანია "კამპ ნოუზე" არ გამოვსულვარ. "დეპორტივოს" რიგებში როცა გამოვდიოდი, "ბარსასთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მივიღე, იმედი მაქვს ახლა შანსი მომეცემა. " - განაცხადა კუენკამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]