რიკელმე: "მესის გარეშე არგენტინა ჩვეულებრივი გუნდია"
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლიონელ მესი ნაციონალური გუნდისთვის.
"ვოცნებობთ, რომ მესი არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს მოაგებინებს. ამის გვჯერა. ის კარიერის მანძილზე საბოლოო ეტაპამდე ბევრჯერ მივიდა.
ლეო - უნიკალური ფეხბურთელია. უკვე ვთქვი, რომ არგენტინა მის გარეშე ჩვეულებრივი გუნდია. როცა მესი გვაკლია, ქულებს ვკარგავთ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაბრუნდება.
ჩვენს ღირსებას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იცავს. მასთან ერთად ეროვნული გუნდი ძალიან მაღალ დონეზე გამოდის, ლეოს გარეშე კი ჩვეულებრივი გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია თამაში ნებისმიერ მეტოქესთან წააგოს.
ბრაზილიასთან მატჩი - თავდაჯერების დაბრუნების კარგი საშუალებაა. რთული იქნება, რადგან ნეიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ვიმედოვნებ არგენტინა მოიგებს. მესის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია." - განაცხადა რიკელმემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]