გვარდიოლა: "ხვალინდელი მატჩი ფინალის მსგავსი იქნება"
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სითის" ხელმძღვანელობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში კატალონიურ კლუბთან გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
"ბოლო მატჩის მოგება ძალიან დაგვეხმარა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა სრულიად სხვა საკითხია. ხვალ საუკეთესო გუნდთან თამაშის კიდევ ერთი შანსი გვაქვს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
პირველ მატჩში 4:0 წავაგეთ - ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. რამდენიმე ფეხბურთელმა "კამპ ნოუზე" პირველად ითამაშა, მაგრამ ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ.
"ბარსელონას" დამარცხება ყოველთვის რთულია, ეს კი კიდევ უფრო რთულია მაშინ, როდესაც შენს გუნდს ფეხბურთელი აკლია. კაბალიერო ყოველთვის კარგად თამაშობდა. მასში ეჭვი არ მეპარება.
აქ 3 თვე გავატარე, "ბარსელონაში" კი 20 წელი ვიყავი. მინდა, რაღაც მსგავს მივაღწიო, მაგრამ დრო მჭირდება.
ჩვენ მათ ვიცნობთ, ისინი ჩვენ გვიცნობენ, მაგრამ ფეხბურთი ზოგჯერ არაპორგნოზირებადია. იმედი მაქვს, ხვალ ჩვენი თამაშის დონე შედეგზე იმოქმედებს.
მინდა, აგუეროს თამაშის გაუმჯობესებაში დავეხმარო. მას სუარესის დონეზე თამაშს არ ვთხოვ. მაგალითად, ეს უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ მინდა ჩემს ფეხბურთელებს პროგრესში დავეხმარო.
"კამპ ნოუზე" პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა გაბედულად ითამაშონ და თამაშში ყველაფერი ჩადონ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]