გვარდიოლა: ”ხვალ პრიმერას ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვხვდებით”
კატალონიური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ხვალ გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
”ვგრძნობ, რომ ხვალ კარგი მატჩი გველის. ჩვენი მეტოქე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იქნება, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ყავთ. ”ვალენსიას” საკუთარი თამაშის ხელწერა აქვს, ისინი ძლიერები არიან თამაშის სტრატეგიით. ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სამი მცველით თამაში სახიფათოა, ამიტომაც ხვალ დაცვის ხაზში 4 ფეხბურთელით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება ერიკ აბიდალს, ახლა ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ტკივილები ჯერ არ გამქრალა”.
”მე გადავხედე ჩვენ მატჩს ”ოსასუნასთან” (8:0), რადგან იქ ბევრი საკითხია განსახილველი, რადგან ეს მომავალში გამოგვადგება. დასკვნა ასეთია: ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო” - დაასრულა გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]