”ბარსელონას” აჟიტირებული ყაზანი დახვდება

”ბარსელონას” აჟიტირებული ყაზანი დახვდება

”ბარსელონას” თვითმფრინავი ყაზანის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, მოსკოვის დროით 20.30-ზე დაფრიდა. ესპანელებმა არ დაიწყეს არაფერი ახლის მოგონება. მათ იგივე განრიგი აქვთ, როგორიც შარშან ჰქონდათ. თავდაპირველად ვარჯიში ბარსელონაში, ვახშამი და შემდეგ აეროპორტში მისვლა. რამდენიმე საათიანი ფრენა და ჯერ კიდევ ”თბილი ესპანეთის” ფეხბურთელები ყაზანში იმყოფებიან. მატჩის დღეს სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ღამით ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე დაეცემა. შარშან ”ბარსელონას” ყაზანში -10 გრადუსში მოუწია თამაში.
ფეხბურთელების და მწვრთნელების გარდა ყაზანში გუნდის პერსონალიც ჩავიდა. ყაზანში პრესის 47 წარმომადგენელი ჩავიდა, რაც აქამდე არ მომხდარა.
ფეხბურთელები სასტუმრო ”Мираж”-ში განთავსდებიან. სასტუმრო ცენტრალურ სტადიონთან ძალიან ახლოსაა. ”ბარსელონამ” ყაზანში სამშაბათს ორი ვარჯიშის ჩატარების უფლება აიღო. ეს მათ დამატებითი თანხა დაუჯდებათ ან ბარტერი, ”ნოუ კამპზე” იგივეს გაიმეორებს ”რუბინი”.
ის ფაქტი, რომ ხოსეპ გვარდიოლამ დამატებითი ვარჯიში მოითხოვა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ კატალონიელები სერიოზულად უდგებიან ამ თამაშს. მათ მეხსიერებაში დარჩენილია ”ნოუ კამპზე” მარცხი, თუმცა მათ რეაბილიტაციისთვის შარშანაც მიეცათ შანსი, მაგრამ ყაზანიდან ისინი ნულოვანი ფრით წავიდნენ.
”რუბინი” - ”ალანიას” თამაშს ”ბარსელონას” დამკვირვებელი ესწრებოდა. მას მატჩის ჩაწერაც სურდა, თუმცა ამის ნება არ დართეს. მატჩის ჩაწერა მხოლოდ ოფიციალურ ტელეგადამცემს შეუძლია.
მატჩის შემდეგ ”ესპანელი ჩამშვები” გაკვირვებული დარჩა. მას არ მიეცა შანსი გამოეტანა დასკვნები გუნდის სქემის, შემადგენლობის და სუსტი მხარეების აღმოსაჩენად. ყურბან ბერდიევმა ყველაფერი იდეალურად შენიღბა.(მაგას დრო გვიჩვენებს. ავტ.) ვინ ითამაშებს კატალონიელების წინააღმდეგ ეს ცნობილი არ არის.
”რუბინის” აქტიური ფანები ”Rubin Ultras” ემზადებიან ”რუბინი” - ”ბარსელონას” მატჩისთვის. მათ მომზადებული აქვთ დიდი ბანერები, რომლებიც სტადიონის სამხრეთ (სექტორი 4) და ჩრდილოეთ (სექტორი 5) ტრიბუნებზე გამოიფინება.
28 სექტემბერს პირველ პრესკონფერენციას ”რუბინის” მწვრთნელი ყურბან ბერდიევი და რომელიმე ფეხბურთელი გამართავს. პრესკონფერენცია 15.45-ზე დაიწყება. 17 საათზე დაგეგმილია ”რუბინის” ვარჯიში. საწყისი 15 წუთი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება. გვარდიოლა ჟურნალისტებს 18.15-ზე შეხვდება. 19 საათზე დაიწყება ”ბარსელონას” ვარჯიში. შესაძლოა, მთელი ვარჯიში მედიისთვის ღია იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.