”ბარსელონა” ყაზანში მიფრინავს!

”ბარსელონა” ყაზანში მიფრინავს!

”ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობა ყაზანში ორშაბათს მიფრინავს. გუნდს მოუწევს 3300 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა, რასაც 5,5 საათი ფრენა დასჭირდება. ”ბარსელონა” კვლავ უბრუნდება ჩემპიონთა ლიგას. კატალონიელებს მატჩის გამართვა სახლიდან ძალიან შორს მოუწევთ.

გუნდი დროზე ადრე მიფრინავს
სხვა მატჩების შემთხვევაში გუნდი მატჩის დღეს ჩადის დანიშნულების ადგილზე. ყაზანში კატალონიელები ორშაბათს ღამით ჩავლენ. ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის მეტი დრო ექნებათ.
ვარჯიში სახლში
ყაზანში გაფრენამდე ხოსეპ გვარდიოლამ დილით დანიშნა მცირე ვარჯიში. ვარჯიში 09-30_ზე დაიწყება, საწყისი 15 წუთი ჟურნალისტებისთვის ღია იქნება.
სამშაბათს ვარჯიში ყაზანში
განრიგის მიხედვით ”ბარსელონას” თვითმფრინავი ყაზანში დღეს, ადგილობრივი დროით 20-30_ზე დაჯდება. სამშაბათამდე ფეხბურთელები დაისვენებენ. 28_ში დილით გუნდი რუსეთში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ღამის ვარჯიში ყაზანის ცენტრალურ მოედანზე 5 საათზეა დაგეგმილი.
თამაში და უკან დაბრუნება
ჩემპიონთა ლიგის ეს მატჩი დროზე ადრე გაიმართება. ჩვენი დროით მატჩი 20-30_ზე დაიწყება. (ესპანური დროით 18-30). მატჩის შემდეგ გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება. თვითმფრინავი El Prat_ის აეროპორტში 03-30_ზე დაეშვება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.