აგუერო: "სერიოზული არაფერია"
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ "ეტიჰადზე" მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა ლიონელ მესი გააღიზიანეს, არგენტინელმა კი ერთ-ერთი მათგანი სულელად მოიხსენია. მოვლენები "ქალაქელთა" საშინაო არენის გვირაბში განვითარდა.
სერხიო აგუეროს წყალობით მომხდარს გაგრძელება არ მოჰყოლია.
"როცა მარცხდები, თავს ბედნიერად არ გრძნობ. დავინახე, რომ მესი გულნატკენი იყო. მას კარგად ვიცნობ და ვხვდები თუ როდის რა მდგომარეობაშია.
თავდაპირველად მეგონა, რომ ლეომ რაღაც მითხრა, მაგრამ შევცდი. მასთან სხვადასხვა თემებზე დავიწყე საუბარი.
რაღაც გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი რა მოხდა. სერიოზული არაფერია. დამარცხებულის მდგომარეობას პატივისცემით უნდა მოეკიდო." - ციტირებს აგუეროს Mirror.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]