ნეიმარი: "განსოს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არა "ბარსას" წინააღმდეგ"
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის მატჩის წინ, "ბარსელონას" ფორვარდმა, ნეიმარ და სილვამ "სევილიას" ნახევარმცველ, პაულო ენრიკე განსოზე ისაუბრა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
ნეიმარი და განსო "სანტოსის" ღირსებას ერთად იცავდნენ. "ბარსელონას" თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ 6 ნოემბერს კატალონიური კლუბი "სევილიას" დამარცხებას შეძლებს.
"მატჩს მოუთმენლად ველი. ყველა მოთამაშეს სურს ასეთი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. ამასთან ერთად ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს დავუპირისპირდები.
განსო შესანიშნავი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია. გამარჯვების იმედი მაქვს. პაულო ენრიკეს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არა "ბარსელონას" წინააღმდეგ." - განაცხადა ნეიმარმა Barca TV-სთან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]