"ბარსელონა" ნ'ზონზით ინტერესდება

"ბარსელონა" ნ'ზონზით ინტერესდება

ბოლო დროს "სევილიას" ნახევარმცველის, სტივენ ნ'ზონზის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. 27 წლის ნახევარმცველი ძალიან კარგ ფორმაშია, ბოლო დროს გოლებსაც მისი სათამაშო პოზიციის მიუხედავად, საკმაოდ ხშირად იტანს. "ბარსელონა" წინა ზაფხულსაც აპირებდა ბუსკეტსის ღირსეული შემცველის ყიდვას, თუმცა შემდეგ კლუბი სხვა საკითხებზე გადაერთო.

"ბარსელონას" მსგავსად მოხდა "ჩელსის","მანჩესტერ სიტისა" და "იუვენტუსის" შემთხვევაში. ნ'ზონზი ალბათ მონკის ("სევილიას" სპორტული დირექტორი) გუნდის ერთ-ერთი იმედი და ნათელი წერტილია, რომელსაც "სევილიას" ისტორიაში კიდევ ერთი გვერდის შემქმნელად მოიაზრებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუზიური კლუბის ხელმძღვანელობამ "ბლაუგრანა" წინა ზაფხულს უარით გაისტუმრა, თუმცა "სევილიას" საფიქრალი ამით არ გადაწყვეტილა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2019 წელს სრულდება და მისი გამოსასყიდი თანხა ამ დროისთვის 30 მილიონია, რაც ალბათ, მის ბოლო დროინდელ თამაშებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან დაბალი ფასია. "სევილიამ" ბოლო დროს თავის ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში რამდენიმე წარმატებას კი მიაღწია, მაგრამ ნ'ზონზის შემთხვევაში საქმე ასე მარტივად არ არის - ახალმა კონტრაქტმა შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური დაზიანება გამოიწვიოს.

ფრანგი ფეხბურთელი ყოველ მატჩში პროგრესირებს. ჩემპიონთა ლიგაზე ახლახანს მან გოლიც გაიტანა, რაც მის ტალანტს და პოტენციალს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სიმაღლე - 196 სანტიმეტრი და ბურთის კონტროლის კარგი უნარი - ეს სწორედ ისაა, რაც "ბარსელონას" ჭირდება და კატალონიელთა აგენტებიც მუდმივად აკვირდებიან მას და განიხილავენ, როგორც სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს. თუმცა ნ'ზონზიმ უკვე გაიარა ადაპტაცია სამპაოლის ახალ სტილთან და კრიხოვიაკის წასვლის შემდეგ კლუბის ნახევარდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

"სევილიას" პრეზიდენტი, ხოსე კასტრო აცხადებს, რომ "ნ'ზონზი არანაირ ფასად არ იყიდება. ჩვენ ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ და ალბათ ამას მალე ოფიციალურადაც დავადასტურებთ. ფეხბურთელი მეტს ითხოვს, მაგრამ ჩვენ ყველას იმდენს ვაძლევთ, რამდენსაც იმსახურებს." "ბარსელონაში" კი ამბობენ, რომ მიუხედავად მისი კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ფასისა, "სევილიელები" ნ'ზონზიში უფრო მეტს ითხოვენ და აქ საუბარი საკმაოდ დიდ თანხაზეა.

თუ ეს ტრანსფერი შედგა, "სევილიასა" და "ბარსელონას" შორის პირველი მოლაპარაკება და შეთანხმება ნამდვილად არ იქნება. მათ შორის ბევრი საინტერესო ტრანსფერი განხორციელებულა, მათგან კი აღსანიშნავია - კეიტა, ალვესი, რაკიტიჩი და ადრიანო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Niksona190
    სტუმარი [?]
    #3 6 ნოემბერი 2016 00:22
    0
    Nu kargi fegburtelia tan tavitac kargad tamashobs gamoadgebaaaa
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ნოემბერი 2016 16:33
    0
    Rammdenime dgis ukan vtqvi es da zogs gaecina, zonzi zaan magari fexburtelia, busketsis zamenad idealuria da konkurenciasac gauwevs, swrafi, teqnikuri da golebic gaaqvs, amitom me siamovnebit vixilavdi barsashi!
    papito
    სტუმარი [?]
    #1 5 ნოემბერი 2016 16:24
    0
    სამპაოლის ისეთი პალასა აქვს ტრიპლეტს მოიგებს :D :D :D