ლუის ენრიკემ "სევილიასთან" მატჩის განაცხადი დაასახელა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "სევილიასთან" გასამართი მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში, ტრავმების გამო, პიკე, ინიესტა, ალბა, ვიდალი და მატიე ვერ მოხვდნენ. ასეთი დანაკლისის გამო, ენრიკეს ფეხბურთელების "ბარსა ბ"-დან დამატება მოუხდა. პირველი გუნდის განაცხადში ნილი და მარლონი მოხვდნენ.
"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ. სუარესი, თურანი, ლ. სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, ნილი, მარლონი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]