"ბარსელონას" სკაუტები სოარეშს აკვირდებოდნენ
კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლები, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს დაესწრნენ, "საუთჰემპტონსა" და "ინტერს" შორის. ისინი "წმინდანთა" მცველს, სედრის სოარეშს აკვირდებოდნენ.
AS იტყობინება, რომ "ბარსელონამ" ალეიშ ვიდალის პოტენციურ შემცვლელთა სია 3 ფეხბურთელამდე დაიყვანა. ესენი არიან: ჟოაო კანსელო, სერჟ ორიე და ზემოთ ხსენებული სედრის სოარეში.
სედრისი მოედანზე არ გამოსულა. გასულ კვირას მან ტრავმა მოიშუშა, ხოლო ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კლოდ პუელმა მისი ძალების შენახვა გადაწყვიტა პრემიერ ლიგის შემდგომი ტურებისთვის.
"ლურჯ-ბროწეულისფრები" მონიტორინგს გააგრძელებენ და დიდი ალბათობით იანვარში, "საუთჰემპტონს" ევროპის მოქმედი ჩემპიონის თაობაზე დაუკავშირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]