"ბარსელონა" სოარეშს არ ეშვება

"ბარსელონა" სოარეშს არ ეშვება

ინგლისში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ექტორ ბელერინთან მოლაპარაკებას ვერ შეძლებს, რომელიც ამჟამად პოლონეთში, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

ერთ-ერთი მათგანი, The Guardian-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრებისა და "საუთჰემპტონის" მცველი, სედრის სოარეშია, რომელიც რუსეთში, კონფედერაციის თასზე ასპარეზობს.

"ბარსელონას" სოარეშისადმი ინტერესის შესახებ ჭორები 2015 წლიდან ვრცელდება, როცა ახალგაზრდა მცველი "სპორტინგში" ასპარეზობდა. მაშინ ის ლისაბონური კლუბიდან 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ "საუთჰემპტონს" შეუერთდა.

2017 წელს, "ბარსელონა" სედრისის ვარიანტს რამდენიმეჯერ დაუბრუნდა. ერთხელ, როცა იანვარში კლუბი მარჯვენა მცველს ეძებდა, ხოლო შემდეგ, როცა ლატერალმა ალეიშ ვიდალმა მძიმე ტრავმა მიიღო. საბოლოოდ, კატალონიელებმა ზაფხულამდე მოცდა გადაწყვიტეს.

"ბარსელონა" პორტუგალიელი მცველისთვის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. "დეზები" სავარაუდოდ კაილ უოლკერს დაკარგავენ, მათ კი ინგლისელის შემცვლელი სჭირდებათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რობერტ ფერნანდესის პირველი არჩევანი კვლავ ექტორ ბელერინია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #1 29 ივნისი 2017 12:38
    0
    არგვინდა სოარეში!