ბალოტელი: "მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთს" სუარესს გადავცემდი"
"ნიცას" თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის ეჭვი არ ეპარება იმაში, თუ ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად "ოქროს ბურთს". იტალიელმა "ბარსას" ცენტრფორვარდი, ლუის სუარესი დაასახელა.
"ჯილდოს იმსახურებენ რონალდუ, მესი და ლუის სუარესი. მართალი გითხრათ, მე "ოქროს ბურთს" სუარესს გადავცემდი." - განაცხადა ბალოტელიმ.
წინა სეზონის შედეგებით, სუარესმა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიპოვა და ასევე გახდა პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი 40 გატანილი გოლით. მიმდინარე სეზონში, ურუგვაელმა ესპანეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და თავი 8 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]