კავანი: "მსურს ოქროს ბურთი სუარესმა მოიგოს"
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ საკუთარი აზრი გამოთქვა იმაზე, თუ ვის უნდა მიენიჭოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ურუგვაელმა ფეხბურთელმა თანამემამულე ლუის სუარესი დაასახელა.
"მირჩევნია "ოქროს ბურთი" სუარესს გადაეცეს, რადგან ის ურუგვაის ნაკრებში ჩემი პარტნიორია. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ დიდებული თავდამსხმელია. მსურს, რომ ეს პრიზი ლუისმა მოიგოს." - განაცხადა კავანიმ.
სუარესმა "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და სამეფო თასი მოიგო. ასევე 40 გოლით 2015/16 წლების სეზონში ლა ლიგის ბომბარდირი გახდა, რის გამოც პიჩიჩის პრიზი და "ოქროს ბუცი" გადაეცა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]