"რუბინი" vs. "ბარსელონა" – იცით თუ არა, რომ...

"რუბინი" vs. "ბარსელონა" – იცით თუ არა, რომ...

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროთ 20 საათსა და 30 წუთზე გიმართება "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის მეორე ტური, რომლეშიც "ბარსაც" იღებს მონაწილეობას. ბლაუგრანა გასვლით შეხვედრას ყაზანში, ადგილობრივი "რუბინის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ სიახლეში კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა საინტერესო ფაქტებს...

იცით თუ არა, რომ...


"რუბინსა" და "ბარსას" უკვე ზედიზედ მეორე წელია "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპებზე გამოსვლა ერთად უწევთ. შარშან რუსეთში ამ გუნდებმა ფრედ, 0:0 ითამაშეს.


* 9 ფეხბურთელს, რომლებმაც შარშან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს, შეუძლიათ დღესაც გამოვიდნენ მოედანზე. "ბარსას" წინა წლისგან განსხვავებით იაია ტურე და

ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ყავთ.

* გასულ ნოემბერს, "ბარსამ" ყაზანში ევრო ტურნირებზე თავისი მეო
რასე შეხვედრა გამართა.

* "ბარსას" რუსეთში არასდროს წაუგია. კატალონიელებმა ერთხელ გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო 4–ჯერ თამაში ფრედ დაასრულეს. 

* თუ დღეს სერხიო ბუსკეცი ითამაშებს, ეს მისთვის იქნება მეასე მატჩი, რომელიც "ბარსას" ფორმით გამართა.


* თუ "ბარსა" დღეს ერთი გოლის გატანას მაინც შეძლებს, ეს იქნება მეოთხასე გოლი ევრო ტურნირებზე.


* ამჟამად "რუბინი" მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება რუსეთის "პრემიერ ლიგის" ლიდერს, "ზენიტს". 

* თათრებმა წელს 8 საზაფხულო ტრანსფერი განახორციელეს, მათ შორის კონტრაქტი გააფორმეს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიცაა კარლოს ედუარდო (ჰოფენჰეიმი), მარტინსი (ვოლფსბურგი) და ბოჩეტი (გენოა).


* შარშანდელი მატჩის გარდა "ბარსას" ასე ადრე (20:30) თამაში 2003 წელს, "უეფას თასის" გათამაშებისას "პუნჩოვთან" მოუწია, სადაც "ბარსამ" რუსებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.