სუარესი: "მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის"
"ბარსელონას" ურუგვაელი ვარსკვლავი ლუის სუარესი ადასტურებს, რომ მასსა და კლუბს შორის, ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ნამდვილად ვაწარმოებთ და ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. მეც და კლუბიც დაინტერესებულნი ვართ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ.
იმედი მაქვს, ყველაფერი წარმატებით დასრულდება, რადგან ეს ის კლუბია, რომელში ყოფნაც ყოველთვის მინდოდა და აქ ბედნიერი ვარ." - აცხადებს სუარესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]