"ბარსელონამ" მედიასთან ურთიერთბაზე აკრძალვა დააწესა და რამდენიმე საათში გააუქმა
გუშინ საღამოს, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პროფესიონალური გუნდების (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ფუტზალი, ჰოკეი) წარმომადგენლებისთვის მედიასთან ურთიერთბა აეკრძალა.
ამ აკრძალვის მიზეზი "ბარსელონას" ოფიციალური არხების (კლუბის ჟურნალი, ვებგვერდი, სოციალური მედია, ბარსა ტვ) განვითარება იყო. კატალონიელთა აზრით, ამ არხებზე ექსკლუზიური კონტენტის განთავსება მაშინ, როდესაც გუნდების წარმომადგენლების კომენტარები სხვა, არაოფიციალურ გამოცემებში არ მოხვდებოდა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილებას კლუბის დირექტორთა საბჭოს არაერთი წევრი ეწინააღმდეგებოდა.
აკრძალვის დაწესებიდან რამდენიმე საათში, "ბარსელონამ" გადაწყვიტილება შეცვალა და პროფესიონალური გუნდების წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის უფლება დაუბრუნდათ. კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: "ჩვენი სურვილი, მაქსიმალურად განვავითაროთ ოფიციალური არხები, დანარჩენი მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთბაზე გავლენას ვერ მოახდენს."
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, "ბარსელონამ" ერთი შეზღუდვა უკვე დააწესა - ამჟამად, ჟურნალისტები და გულშემატკივრები, გასვლით თამაშებზე, გუნდთან ერთად არ მიემგზავრებიან. მათთვის ცალკე რეისია გამოყოფილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]