ვიდალი ვარჯიშს მოტივირებული დაუბრუნდა
"ბარსელონას" კატალონიელი მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი გუნდთან ერთად ვარჯიშს დიდი შემართებით დაუბრუნდა. Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი უჩვეულოდ მოტივირებულია.
ვიდალი, რომელსაც ლუის ენრიკე სათამაშო დროს საერთოდ არ აძლევს, ბოლო დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ტრავმირებული იყო. მუხლის დაზიანების მორჩენის შემდეგ, ის ვარჯიშს დაუბრუნდა და "ბარსელონა ბ"-სა და "ჟუვენილ ა"-ს ფეხბურთელების მონაწილეობით გამართულ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ვიდალი ძალიან აქტიური და მოტივირებული იყო.
ვარჯიშში, ახალგაზრდა ფეხბურთელების გარდა, მონაწილეობა პაკო ალკასერმა და ხორდი მასიპმაც მიიღეს. პირველი გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდში არაა გამოძახებული, რაფინია ალკანტარა, დარბაზში ვარჯიშობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]