რობერტო: "არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა დაცვის მარჯვენა ფლანგზე"
სერჟი რობერტო, რომელმაც კარიერა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, დღეს კატალონიური კლუბის უალტერნატივო მარჯვენა მცველია. 24 წლის ფეხბურთელი, beIN Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოზიციის შეცვლა სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
"ეს, ჩემთვის, ნამდვილად სიახლე იყო. არ ვიცოდი, დაცვის მარჯვენა ფლანგზე რა უნდა გამეკეთებინა. ყველა პოზიციას იცნობ, მაგრამ როდესაც თამაში გიწევს, როდესაც ხედავ გადაადგილებებს, იწყებ ფიქრს, თუ როგორ უნდა შეუტიო, როგორ უნდა ითამაშო დაცვის სხვა წევრებთან შეთანხმებულად...
ეს ყველაფერი სიახლე იყო, მაგრამ დროის სვლასთან ერთად, სიახლეებზე ფოკუსირებას ახდენ და ახალ პოზიციას ეჩვევი.
ლუის ენრიკეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს მქონდა "ბარსა ბ"-ში დებიუტი. მაშინ, ბევრი სათამაშო დრო მქონდა. ხოლო როდესაც პირველ გუნდში კვლავ ერთად აღმოვჩნდით, მისი ხილვა ძალიან გამიხარდა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]