მასკერანო: "ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ"

მასკერანო: "ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ"

ბრაზილიასთან გასვლით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ (0:3), ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა თამაში უნდა გააუმჯობესოს.

"ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ძალები არ უნდა დავიშუროთ მის გასაუმჯობესებლად.

უფრო სერიოზულ სიტუაციას ვერც კი წარმოვიდგენ. არგენტინის ნაკრებს დაცემის გაგრძელების უფლება არ აქვს." - განაცხადა მასკერანომ.

სატურნირო ცხრილში არგენტინის ნაკრები მე-6 ადგილს იკავებს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი 5 გუნდი გადის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მოგიტყანთ კატალონია
    სტუმარი [?]
    #2 11 ნოემბერი 2016 21:05
    0
    რაუნდა გამოასწორო მე ვიყო ემზო ჭკადუა
    avto0
    სტუმარი [?]
    #1 11 ნოემბერი 2016 15:23
    0
    ციტატა: ბრაზილია
    ragbi rodisaris bijebo ?

    Xval sam saatze, tu swored maxsovs