"ოქროს ბურთი" ახალი/ძველი სისტემა მესისა და რონალდუს ჰეგემონიას ემუქრება

"ოქროს ბურთი" ახალი/ძველი სისტემა მესისა და რონალდუს ჰეგემონიას ემუქრება

"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოვლენის წესსში ძველი, 2009 წლის რეგულაციების დაბრუნება ნიშნავს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰეგემონია დასასრულს უახლოდება.

მას შემდეგ, რაც France Football-მა და FIFA-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ერთობლივად გამოვლენა დაიწყეს, ამ ჯილდოს მხოლოდ 2 ფეხბურთელი იგებდა - 4-ჯერ ის ლიონელ მესიმ მიისაკუთრა, ხოლო 2-ჯერ - კრიშტიანუ რონალდუმ.

არგენტინელისა და პორტუგალიელის ჰეგემონიის მიზეზი ისაა, რომ France Football-მა და FIFA-მ გამარჯვებულის გამოვლენის წესები გააერთიანეს. ჯილდოს ის მიიღებდა, ვინც ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნებისგან, ასევე ჟურნალისტებისგან მეტ ხმას მოაგროვებდა.

2009 წლამდე, France Football გამარჯვებულს მხოლოდ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვით ადგენდა. ეს წესი რომ 2009-2016 წლებშიც შენარჩუნებულიყო, 2010 წელს ჯილდოს, მესის ნაცვლად, ვესლი სნეიდერი მოიგებდა, ხოლო 2013 წელს, რონალდუს ნაცვლად, ფრანკ რიბერი.

France Football-მა და FIFA-მ ამ საკითხში თანამშრომლობა შეწყვიტეს და "ოქროს ბურთს" კვლავ ფრანგული გამოცემა, ძველი სისტემით, ანუ მხოლოდ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვით ჩაატარებს. ეს კი ნიშნავს, რომ მესისა და რონალდუს კონკურენტების შანსები იზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tikok
    სტუმარი [?]
    #8 14 ნოემბერი 2016 21:51
    0
    მთავარია ოქროს ბურთი ღირსეულს გადაეცეს და რა წესით მოხდება ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია
    suares10
    სტუმარი [?]
    #7 13 ნოემბერი 2016 20:23
    0
    ოქროს ბურთს თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დატვირთვა აქვს მაშინ უკონკურენტო უნდა იყოს სანამ მესი მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს. გუნდურ ჯილდოებზე და ტიტულებზეა თუ არის ლაპარაკი მაშინ რამე სხვა პრიზი მოიფიქრონ. ფებურთელის სტატისტიკის მიხედვით შეარჩიონ საუკეთესო და არა რაღაც უაზრო კრიტერიუმებით.
    10 leo
    სტუმარი [?]
    #6 13 ნოემბერი 2016 19:15
    0
    სნეიდერი და რიბერი joy joy
    King Leo
    სტუმარი [?]
    #5 13 ნოემბერი 2016 18:27
    0
    ყელში ამოსვლა რა შუაშია? ვინც იმსახურებს იმან უნდა მოიგოს და ვინ საუკეთესოა მაგისთვისაა ეგ ჯილდო
    messi.95
    სტუმარი [?]
    #4 13 ნოემბერი 2016 16:12
    0
    ხო და ინიესტამ უნდა მოიგოს
    Jakobs.baliashvili
    სტუმარი [?]
    #3 13 ნოემბერი 2016 15:59
    0
    მაინც მესი მოიგებს
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #2 13 ნოემბერი 2016 14:25
    0
    Sanam iqnebian mesi da ronaldu eseni moigeben.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #1 13 ნოემბერი 2016 14:21
    0
    რა საინტერესოა მესი - რონალდუს გამარჯვებების შემდეგ ვინ გახდება " ოქროს ბურთის " მფლობელი ?? grin