Marca: მესიმ "ბარსელონას" უთხრა, რომ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

Marca: მესიმ "ბარსელონას" უთხრა, რომ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს დიდი ხნის წინ აცნობა, რომ ის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მესიმ ამ საკითხზე ფიქრი ჯერ კიდევ ივლისში, შვებულების დროს დაიწყო. საბოლოოდ, არგენტინელმა გადაწყვიტა, რომ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს. მან ეს ინფორმაცია, თავდაპირველად, მამას და კიდევ ერთ პიროვნებას უთხრა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. მოგვიანებით, მესიმ თავისი გადაწყვეტილება ბართომეუსაც გაანდო, რომელმაც ფეხბურთელს კარგად დაფიქრება თხოვა. მას შემდეგ, მხარეებს შორის ოფიციალური კონტაქტი აღარ ყოფილა.

წყაროს ცნობით, მესი არა მხოლოდ კონტრაქტის ვადის შემდეგ წასვლის ვარიანტს განიხილავს, ასევე არ გამორიცხავს, კლუბი 2018 წლის ზაფხულამდეც დატოვოს. შეგახსენებთ, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO-MILAN
    სტუმარი [?]
    #8 14 ნოემბერი 2016 20:37
    0
    Tu sadme daaapiro wasvla milanshi c
    Wamo messi... Gamaxare erti raaaa... Xo ici rogor mevasebi she lomo
    გიორგი ებანოიძე
    სტუმარი [?]
    #7 14 ნოემბერი 2016 17:02
    0
    ვაი შენს პატრონს!!!! რეალში მესი ცხოვრებაში არ გადავა.
    Daniel20
    სტუმარი [?]
    #6 14 ნოემბერი 2016 16:27
    0
    xoo 2018mde darcheba da mere tavisufali agentis statusit gadava sxvagan
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ნოემბერი 2016 15:23
    0
    მარკა იმასაც წერდა რომ რონალდუ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და რეალიდან მიდისო მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა ასე რომ გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება.
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #4 14 ნოემბერი 2016 15:20
    0
    ეს თუ მართალი აღმოჩნდა გამოდის რომ. მესის სხეულში სხვა სული ჩასახლდა. (მაგია და ამბავი :-D :-D)
    LEO MESSI - 10
    სტუმარი [?]
    #3 14 ნოემბერი 2016 15:04
    0
    სისულელეა მესი ბარსაში რჩება
    bacho-barca21
    სტუმარი [?]
    #2 14 ნოემბერი 2016 14:37
    0
    san barcelonas oficialuri saiti ar dadebs am temas da oficialurad ar dadasturdeba ar davijereb ufro ver
    bacho-barca21
    სტუმარი [?]
    #1 14 ნოემბერი 2016 14:33
    0
    marcas garda arsad ar devs eg info ase rom joria