2004 წლის შემდეგ პირველად...
შაბათს, ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.
"ფურია როხას" შემადგენლობაში "ბარსელონას" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა ითამაშა. სტატისტიკოსებმა მოიძიეს ინფორმაცია და დაადგინეს, რომ ასეთი რამ 2004 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 12 წლის წინ, ბოსნიასთან გამართულ შეხვედრაში, მოედანზე კატალონიური გუნდის ერთადერთი წარმომადგენელი, კარლეს პუიოლი იყო.
ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ მაკედონიასთან "ბარსელონას" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რომ ათამაშა, ამას ობიექტური მიზეზები აქვს - ალბა, პიკე და ინიესტა განაცხადში ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ, ხოლო სერჟი რობერტოს, რომელიც სათადარიგო იყო, მცირე დისკომფორტი აწუხებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]