MD: სუარესი ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს
"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი კატალონიურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური პრესის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს. ახლა მხოლოდ დასათქმელია დღე, როდესაც ისინი კონტრაქტზე ხელმოწერებს დასვამენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სუარესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს 2021, ან 2022 წლამდე გაახანგრძლივებს. ივარაუდება, რომ ურუგვაელის ხელფასი წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება.
ლუის სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს, "ლივერპულიდან" გადავიდა. მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2019 წელს გასდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]