კუბილიასი: "ნეიმარი ყოველთვის მოკრძალებულია"
ლეგენდარულმა პერუელმა ფორვარდმა, ტეოფილო კუბილიასმა კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი, ნეიმარ და სილვა შეაქო.
"ნეიმარით აღფრთოვანებული ვარ. "ბარსელონაში" ვარსკვლავივით მოქცევა შეუძლია, მაგრამ პირიქით, ის ყოველთვის მოკრძალებულია.
ხვდება, რომ კატალონიის "ბარსელონას" მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესია, რაც მას კიდევ უფრო დიდ ფეხბურთელად აქცევს.
ვფიქრობ, ნეიმარი თავისი სათამაშო სტილითა და სიხარულით, "ბარსელონასთვის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია." - განაცხადა კუბილიასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]