L'Esportiu: Huawei "ბარსას" სპონსორობის კანდიდატია
კატალონიური გამოცემა L'Esportiu იტყობინება, რომ ჩინური ტექნოლოგიური ფირმა Huawei "ბარსელონას" სატიტულო სპონსორობის კანდიდატია.
Huawei საათებსა და მობილურ ტელეფონებს აწარმოებს. კომპანიამ "ბარსელონას" მაისურზე შესაძლოა Qatar Airways ჩაანაცვლოს.
გამოცემის ცნობით, კომპანიას გაფართოება, ხარისხის გაუმჯობესება და მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან დაკავშირება სურს. Huawei-ს დირექტორები "ბარსელონას" რამდენიმეჯერ ეწვივნენ.
"ბარსელონა" ახალი სპონსორის ვინაობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ახალი ხელშეკრულება მმართველებისა და გენერალური ანსამბლეის ნებართვის გარეშე ძალაში არ შევა.
Huawei - "ბარსელონასთვის" ცნობილი ბრენდია. მათი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ლიონელ მესია. არგენტინელი კომპანიის ელჩია რის სანაცვლოდაც, ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]