მედიის რეაქცია "ბარსელონას" გარიგებაზე
კატალონიის "ბარსელონას" ახალი მთავარი სპონსორი იაპონური ფირმა, Rakuten გახდა, რასაც შეუმჩნევლად არ ჩაუვლია.
ახალი ხელშეკრულების თანახმად "ბარსელონა" ყოველწლიურად 55 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსები ემატება. ამ ინფორმაციამ ზოგადი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება მიიპყრო და აგრეთვე დამსახურებული გამოხმაურება მოიპოვა სპორტულ და ფინანსურ დარგებში.
ვნახოთ მედიის რეაქცია მომხდარ ამბავზე:
The Nikkei Asian Review: "ბარსელონას" ახალი სპონსორი იაპონური ინტერნეტ-კომპანია Rakuten იქნება. 4 წლიანი კონტრაქტის თანახმად, "ბარსელონას" ყოველწლიური შემოსავალი 55 მილიონი ევრო ($58.90 მილიონი) იქნება. ნახსენებ თანხას დაემატება ბონუსები."
The Financial Times: "Rakuten-მა "ბარსელონასთან" გაფორმებული 220 მილიონიანი კონტრაქტით ბრენდი განავითარა."
The BBC: "ბარსელონამ", ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორული გარიგება დადო "Rakuten-თან", რაც კატალონიელებს შანსს აძლევს მსოფლიოს უმდიდრეს კლუბზე, "რეალზე" ჯანმრთელი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ."
The Mail Online: "ბარსელონამ" Rakuten-თან 4 წლიანი მეგა-ხელშეკრულება გააფორმა. კატალონიელთა ადგილას "სიტი" შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ "ქალაქელები" წითელი ფერის მაისურით გამოსვლას არ დათანხმდნენ."
Reuters: "ბარსელონამ" რაკუტენთან 4 წლიანი სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა."
The Guardian: "პრეს-კონფერენციაზე კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ ჟერარ პიკე და შაკირა "ბარსელონას" Rakuten-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰიროში მიკიტანისთან მოლაპარაკების მიღწევაში დაეხმარნენ."
ESPN: "ბარსელონა" Rakuten-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იაპონიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს."
CNBC: "ბარსელონა" - ადრე ცნობილი, როგორც კლუბი, რომელსაც არასდროს არ ჰყოლია სპონსორი - ახალი პარტნიორისგან 1.5 მილიონ ევროს მიიღებს ყოველ ჯერზე, როცა ლა ლიგის ტიტულს მოიპოვებს, ხოლო დამატებითი 5 მილიონს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში."
Goal.com: "პრეზიდენტი პიკე სპონსორულ შეხვედრას უზრუნველყოფს!"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]