ინიესტა ძალებს არ იშურებს

ინიესტა ძალებს არ იშურებს

ანდრეს ინიესტა 3 დეკემბრამდე გამოჯანმრთელებას ცდილობს. აღნიშნულ დღეს, კატალონიის "ბარსელონა" საშინაო არენაზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

ესპანელი ლეგენდის "ელ კლასიკომდე" გამოჯანმრთელება საოცრება იქნება, რადგან მუხლის იოგების ტრავმის გამო, მან წესით და რიგით დიდი ხნით უნდა იუქმოს.

22 ოქტომბერს, ენცო პერესთან შეჯახების შემდეგ, ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანება მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო ინიესტა 6 დან 8 კვირამდე იუქმებდა.

3 დეკემბერს მე-6 კვირა შესრულდება, მაგრამ ეს ხომ ინიესტაა. ესპანელი ნახევარმცველი ძალებს არ იშურებს. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა სოციალურ მედიაში ფოტო განათავსა წარწერით: "კიდევ ერთი ნაბიჯი".

"კლასიკომდე" 2 კვირაა დარჩენილი, კატალონიური კლუბის კაპიტანი ძალიან დიდ პროგრესს განიცდის. გამოჯანმრთელების პროცესი ამაზე კარგად ვერ წარიმართებოდა.

ინიესტა გამოჯანმრთელების პროცესის მესამე ფაზაზე უნდა გადავიდეს, რაც ბურთთან ადაპტაციას და ჯგუფთან შეერთებას მოიცავს.

მოსალოდნელია, რომ 10 დღეში ანდრესი გუნდს შეუერთდება. მას მადრიდულ კლუბთან მატჩისთვის მოსამზადებლად კიდევ ექნება დრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gigi-barca
    სტუმარი [?]
    #8 17 ნოემბერი 2016 20:28
    0
    იმედია იქნება <3
    davidusi 2020
    სტუმარი [?]
    #7 17 ნოემბერი 2016 19:23
    0
    ინი მაგარი დუხის ფეხბურთელია ნამდვილი ლიდერია, თუ ითამაშებს ძალიან დიდი ძალა
    Culé [?]
    #6 17 ნოემბერი 2016 18:48
    0
    ჰო ჰო ტან რეალამდე იქნებ რომელიმე შეხვედრაში თUნდაც 20-25 წუთი ითამაშოს რომ ფორმა აკრიფოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ნოემბერი 2016 18:47
    0
    აბა შენ იცი ინი მალე გამოჯანმრთელდი smiley
    NickSoNNa_CuLe
    სტუმარი [?]
    #4 17 ნოემბერი 2016 18:30
    0
    კაი სიახლეააა <3
    LEO-MILAN
    სტუმარი [?]
    #3 17 ნოემბერი 2016 17:18
    0
    Kaiaaa midi inikooo
    Mate.zhvania
    სტუმარი [?]
    #2 17 ნოემბერი 2016 17:06
    0
    Midii iniesta dzaan gvchirdebi . Umtitic argvyavs tann "((((:((((:(((
    Messi 2010-2011
    სტუმარი [?]
    #1 17 ნოემბერი 2016 16:56
    0
    Kaiaa.mara ar girs dzaan sichqarec.klasiko klasikoa tumca didi riskis fazad iqa ar girs tamashi.absoliturat uda gamojanmrteldes.mitumetes asakshia da risikebi naklebad girs.tavis droze leom ar mixeda tavs psj estan ro miigo mcire travma 2013 wlis dasawishi mainc itamasha bayerntan ligaze.shedegad barsam 4-0 waago messis kide mia shemdeg bevri problema sheeqmna travmebis mxriv.ase rom bolomde uda gamojanmrteldes.tu unda ianvarshi dabrundes ogond riski ar unda iyos