"სიტი" მზადაა მესის სანაცვლოდ 238 მლნ. ევრო გადაიხადოს
ინგლისური კლუბი, "მანჩესტერ სიტი" უკვე სერიოზულად განიხილავს კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელის, ლეო მესის სატრანსფერო ვარიანტს.
"ქალაქელები" მზად არიან, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 29 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 238 მილიონი ევრო დაუთმონ, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით, კვირაში 538 ათას ევროს შესთავაზებენ.
Mirror-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბში სჯერათ, რომ პეპ გვარდიოლას ლიონელ მესის დაყოლიება შეუძლია და ისინი ესპანელის ფაქტორს მაქსიმალურად გამოიყენებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]