ბუსკეტსი: "მესისა და სუარესის არყოფნა დაგვეტყო"

ბუსკეტსი: "მესისა და სუარესის არყოფნა დაგვეტყო"

კატალონიის "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში "მალაგასთან" ქულების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გუნდს ლუის სუარესი და ლიონელ მესი აკლდა.

"ასეთი თამაშების მოგება რთულია. ვცდილობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. ასეთია ფეხბურთი. თუ გოლი არ გაგაქვს, ვერ იგებ.

მესისა და სუარესის არყოფნა? საუბარი ორ დიდებულ ფეხბურთელზე გვაქვს, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ და გამოჩნდა, რომ ისინი დაგვაკლდნენ. თუმცა, ეს გამართლება არაა.

"მალაგა", დაცვაში, ძალიან ორგანიზებულად თამაშობდა. მეტოქე ბურთს გვითმობდა და მას მომენტები თითქმის არ ჰქონია. თუმცა, მეტოქის ნახევარზე საკმარისი სივრცეები არ გვქონდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.