"ბარსელონა" დე შილიოს მიუბრუნდა

"ბარსელონა" დე შილიოს მიუბრუნდა

"მილანის" 24 წლის მარჯვენა მცველი მატია დე შილიო კატალონიური "ბარსელონას" რადარზე კიდევ ერთხელ მოხვდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

"ბარსელონა" რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარჯვენა მცველის შეძენას შეეცდება, ეს საიდუმლო არავისთვისაა. კატალონიელებს ალეიშ ვიდალის შემცვლელი ჭირდებათ, რომელიც კლუბს, დიდი ალბათობით, სწორედ ზამთარში დატოვებს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი მილანურ დერბის დაესწრო და მისი მიზანი "როსონერის" 2 ნომერზე დაკვირვება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" დე შილიოს შეძენით გასულ ზაფხულშიც იყო დაინტერესებული.

დე შილიომ, მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა 11 შეხვედრაში მიიღო და მან აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. იტალიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #3 22 ნოემბერი 2016 22:56
    0
    კარგი ვარიანტია, მოვიყვანოთ, ვიდალს ხომ სჯობია laughing
    Culé [?]
    #2 22 ნოემბერი 2016 19:38
    0
    მაგარი მოთამაშეა დე შილიო არაა ცუდი ვარიანტი.
    barca 12345
    სტუმარი [?]
    #1 22 ნოემბერი 2016 17:59
    0
    ბიჯო იყიდეტ